Thumbnail

მოგებული B ჯგუფი - ლომია თებიძემ მსოფლიოს ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლომია თებიძემ B ჯგუფში ატაცში და აკვრაში გაიმარჯვა
  • საბოლოოდ ეს მე-11 ადგილს ეყო

ფიჯიზე გრძელდება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალოსნობაში. ასპარეზობის მეორე დღეს ლომია თებიძემ (81 კგ) იასპარეზა. ის B ჯგუფში გამოდიოდა, სადაც ატაცშიც (140 კილო) და აკვრაშიც (172) პირველი ადგილი დაიკავა. ბუნებრივია, პირველი იყო ის ორჭიდის ჯამშიც - 312 კილოგრამი.

მოგვიანებით ტურნირში ფავორიტები - A ჯგუფის წევრებიც ჩაერთნენ და ლომია თებიძის შედეგი საბოლოოდ მე-11 ადგილისთვის (18 ძალოსანში) აღმოჩნდა საკმარისი. მსოფლიოს ჩემპიონი ორჭიდის ჯამში ლატვიელი რიტვარს შუჰარევსი გახდა - 351 კილოგრამი. 

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობის პირველ დღეს არჩილ მალაყმაძემ მცირე ბრინჯაო მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას კიდევ ორი ძალოსანი დაიცავს -  ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და თორნიკე ტაბატაძე (+109).

კომენტარები

ბოლო ამბები