Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსიას ლიდერის აღიარება
  • მარკო როისი გერმანიაში საუკეთესოა

მარკო როისი გერმანიაში სეზონის საუკეთესო მოთამაშეა! პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანებამ (VDV) გამოკითხვის შედეგები სამშაბათს გამოაქვეყნა. დორტმუნდის ბორუსიას ლიდერმა ხმების 31,4 პროცენტი მოიგო და 2012 და 2014 წლების შემდეგ, ეს წოდება მესამედ მოიპოვა.

📺 ვიდეო: დორტმუნდის ბორუსიას სეზონის ჰაილაითები

მეორე ადგილზე თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი გავიდა, რომელმაც ფრანკფურტის აინტრახტში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. სერბმა ხმების 20,9 პროცენტი მიიღო. მესამე ადგილზეა ლევერკუზენისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი კაი ჰავერტცი (12,4 %).

წლის აღმოჩენად დორტმუნდის გარემარბი ჯეიდონ სანჩო აღიარეს (51,0 %), საუკეთესო მწვრთნელად კი - აინტრახტის მწვრთნელი ადი ჰიუტერი (41,8 %).

კომენტარები

ბოლო ამბები