Thumbnail
  • საქართველო U20 13:45 ახალი ზელანდია U20
  • არგენტინაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო

არგენტინის ქალაქ სანტა ფეში Club De Rugby Ateneo Inmaculada-ზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი გამართა ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ და 13:45 წააგო. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფავორიტს ერთი ლელო გაუტანეს და რამდენჯერმე კიდევ ჰქონდათ შანსი, თუმცა თავად 7 ლელო მიიღეს. 

"ბეიბი ბლექსის" წინააღმდეგ მატჩში ილია მაისურაძემ სასტარტოში რამდენიმე ლიდერი არ დააყენა (იაშაღაშვილი, ლომიძე). სამაგიეროდ, გუნდს კაპიტნობდა თედო აბჟანდაძე, რომლისთვისაც ეს მესამე ტურნირია. 

მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯარიმით დააწინაურა - 3:0. ამას მოყვა ნანაი-სეტუროს სახიფათო თამაში ალანიას წინააღმდეგ. ვიდერეფერის მოთხოვნით, ახალზელანდიელი სინ-ბინში გაუშვეს. 

ნანაი-სეტუროს სინ-ბინი 

მიუხედავად იმისა, რომ "ბეიბი ბლექსი" 14 კაცით იყო, მეტოქემ ორი ლელოს გატანა მოახერხა - ჯერ პლამტრიმ გაიტანა, შემდეგ კი - ჰერბერტმა. რეიჰანამ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა - 3:12. 

პლამტრის ლელო 

ჰერბერტის ლელო 

27-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა - 6:12. "ბორჯღალოსნები" კიდევ ერთხელ იყვნენ ახლოს ლელოსთან ჭიჭინაძის შეტევის შემდეგ, თუმცა ლაინსმენის აზრით ქართველმა შემტევმა ფეხი გვერდით ხაზს დააბიჯა.

ჭიჭინაძის შეტევა 

36-ე წუთზე ახალზელანდიელთა ხანგრძლივი შეტევა ლელოთი მაკლეოდმა დააგვირგვინა, რეიჰანამ გარდასახა - 6:19.

მაკლეოდის ლელო 

მეორე ტაიმი ქართველთა ლელოთი დაიწყო, შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ვახტანგ ჯინჭარაძემ ლელო გაიტანა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა - 13:19.

ჯინჭარაძის ლელო 

52-ე წუთზე ფაინგა'ანუკუმ ახალზელანდიელთა მე-4 ლელო გაიტანა - 13:24.

ფაინგა'ანუკუს ლელო 

63-ე წუთზე ახალზელანდიელთა შეტევას ამჯერად, ტუპაეას ლელო მოყვა, რეიჰანამ იოლი გარდასახვა მიითვალა - 13:31. 

ტუპაეას ლელო 

71-ე წუთზე ვიდეორეფერიმ ჩათვალა, რომ ახალზელანდიელთა მე-13 ნომერ ტუპაეას არ უუხეშია, შესაბამისად დაიერის ლელო ჩაითვალა და რეიჰანამ გარდასახა - 13:38

დაიერის ლელო 

მატჩის მიწურულს მსაჯმა კიდევ ერთი საეჭვო ლელო ჩათვალა, ახალზელანდიელებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 13:45. 

მუას ლელო 

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში თამაშობს, სადაც მისი მეტოქეები ახალი ზელანდიის გარდა, შოტლანდია და სამხრეთ აფრიკაა. პირველ ტურში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა შოტლანდიას 43:19 მოუგო. A ჯგუფში უელსმა მასპინძელი არგენტინა 30:25 დაამარცხა

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტაში ზედიზედ მეოთხედ თამაშობენ. შარშანდელ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილი დაიკავა, რაც მისთვის სარეკორდო პოზიციაა. მაშინ 'უმცროსმა ბორჯღალოსნებმა' ზედიზედ სამ მეტოქეს სძლიეს: ირლანდიას - 24:20, იაპონიას - 24:22 და შოტლანდიას - 39:31.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 8 ივნისს გამართავს, როსარიოში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება. 

საქართველო U20 13:45 ახალი ზელანდია U20

საქართველო U20: 1. ღვალაძე (41' თევდორაშვილი), 2. ნიორაძე (41' კარკაძე), 3. აზარიაშვილი (41' ხარაიშვილი), 4. ჯინჭარაძე, 5. გელაშვილი (8' იაშაღაშვილი), 6. გუშარაშვილი, 7. კოლოტაური, 8. ყორიაული, 9. ალანია, 10. აბჟანდაძე (62' მარგიანი), 11. მარჯანიშვილი 12. ცინცაძე, 13. თაფლაძე (57. ლომიძე), 14. ქავთარაძე, 15. ჭიჭინაძე

სათადარიგოები: 20. გვიმრაძე, 21. მარგალიტაძე, 24. სიმსივე, 25. ლაშხი, 26. ბურჭულაძე, 27. პაპუნაშვილი, 28. ჭელიძე

ახალი ზელანდია U20: 1. ნორისი (63' დაიერი), 2. კერერუ-საიმსი (55' კლეინი), 3. ნიუელი (65' ულულაკეპა), 4. გრეისი, 5. პლამტრი, 6. ფინაუ, 7. ჰერბერტი (75' მუა), 8. ფლანდერსი (68' პარკერი), 9. კარტერი, 10. რეიჰანა, 11. ფაინგა'ანუკუ, 12. მაკლეოდი (63' პროქტორი), 13. ტუპაეა, 14. ნანაი-სეტურო, 15. ფორბსი

სათადარიგოები: 19. უილიამსი, 20. ვა'აი, 21. ბოშიერი

კომენტარები

ბოლო ამბები