Thumbnail
  • ესპანეთში ჩაწყობილი თამაშების სკანდალი გრძელდება
  • დღეს ახალი დეტალები გამოქვეყნდა
  • ვალიადოლიდისა და ვალენსიას მატჩი მანიპულირებული იყო

ესპანეთში ჩაწყობილი მატჩების სკანდალის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, კრიმინალურ დაჯგუფებას სათავეში მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი, რაულ ბრავო ედგა, რომელსაც პირველი, მეორე და მესამე ლიგის მატჩების მანიპულირება ედება ბრალად.

რაულ ბრავო

როგორც ირკვევა, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ვალიადოლიდსა და ვალენსიას შორის ჩაწყობილი იყო! ვალიადოლიდი საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა, ვალენსიამ კი ამ მოგებით ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი მცველების აშკარა შეცდომებს მოჰყვა. ესპანურმა გაზეთმა ‘ელ მუნდომ’ ექსკლუზიური მასალები გამოაქვეყნა. ეს არის სატელეფონო აუდიო-ჩანაწერები, რომლებსაც პოლიციაც ადასტურებს.

'სულ 7 ფეხბურთელია თანახმა, ეს მხოლოდ მათ იციან! შენს მეგობრებს არაფერი უთხრა'

“10 000 ევროს დადებ და 20 000 ევროს მოიგებ, - ეუბნება ყოფილი ფეხბურთელი კარლოს არანდა ტელეფონში ერთ-ერთ ფეხბურთელს, - დააკვირდი მეგობარო, რომ ვალენსიამ პირველი ტაიმიც მოიგოს და მეორეც, კარგი? სულ 7 ფეხბურთელია თანახმა, ეს მხოლოდ მათ იციან!”

“ანუ, მათ პირველი ტაიმიც უნდა მოიგონ და თამაშიც. მხოლოდ მოგება საკმარისი არ არის. მათ გოლები ორივე ტაიმში უნდა გაიტანონ. ეს მხოლოდ შენ გეცოდინება და სხვას არავის. გესმის? მხოლოდ შენ. იმას ვგულისხმობ, რომ შენს მეგობრებს და ახლობლებს არაფერი უნდა უთხრა. ანუ, არავინ არაფერი უნდა გაიგოს!” - ასეთი იყო არანდას მითითებები.

პირველ ტაიმში ანგარიში სოლერმა გახსნა (36-ე წუთზე), მეორე ტაიმში კი გოლი როდრიგომ გაიტანა (52) და ვალენსიამ ორივე ტაიმი მოიგო.

ვალიადოლიდი 0:2 ვალენსია - ღამურები ლიგაზე გავიდნენ

ვალიადოლიდი 0:2 ვალენსია - ღამურები ლიგაზე გავიდნენ

Posted by Silk Sport on შაბათი, 18 მაისი, 2019

ასევე ირკვევა, რომ რაულ ბრავო პირადად ჩავიდა ვალიადოლიდში, სადაც ბორხა ფერნანდესს შეხვდა. არსებობს მტკიცებულებები, რომ შეხვედრები ვალიადოლიდის სხვა ფეხბურთელებთანაც შედგა - კერძოდ, ვალიადოლიდის ფეხბურთელის, კეკოს სახლში. ბრავო და არანდა გარიგებულ მატჩებზე თანხას დებდნენ და მოგებას მოსყიდულ ფეხბურთელებს უნაწილებდნენ.

ამ ყველაფრის დამტკიცება ესპანურ ფეხბურთში უდიდეს სკანდალს და კრიზისს ნიშნავს!

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • ფრე
  • გიბრალტარი

კომენტარები

ბოლო ამბები