Thumbnail

პარი სენ-ჟერმენის მფლობელები ინგლისური კლუბის შეძენას ცდილობენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • Qatar Sports Investments კლუბის ძებნას აგრძელებს
  • შეხვედრა ლიდსის მთავარ მწვრთნელთან დოჰაში გაიმართა

ორშაბათს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, პარი სენ-ჟერმენის მფლობელები ლიდსის მთავარ მწვრთნელს, მარსელო ბიელსას შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე ლიდსის შეძენაზე ისაუბრეს. რამდენიმე თვეა, რაც ინფორმაცია ვრცელდება, რომ ფრანგული კლუბის მფლობელებს ახალი გუნდის ყიდვა სურთ. მედიაში ყველაზე რეალურად ვარიანტად იტალიურ რომას მიიჩნევდნენ, თუმცა ფრანგებმა არჩევანი მაინც ინგლისურ კლუბზე შეაჩერეს.

თავდაპირველად, ფრანგული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ლიდსი საერთოდ არ ფიგურირებდა. ფრანგები წერდნენ, რომ ნასერ ალ-ხელაიფის ყურადღების ცენტრში სამი გუნდი მოექცა: ასტონ ვილა, ნოტინგემ ფორესტი და ქუინს პარკ რეინჯერსი.

ყატარელები ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობენ მეორე გუნდის შეძენაზე. მათ სურთ, რომ ამ გუნდს ისტორიაც ჰქონდეს და გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობაც ჰყავდეს, რათა კლუბის განვითარება შედარებით მარტივად მოხდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები