Thumbnail

ოფიციალურად: ხულიენ ლოპეტეგი სევილიას მთავარი მწვრთნელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 52 წლის სპეციალისტმა ანდალუსიელებთან ხელშეკრულება სამი წლით გააფორმა
  • ხულიენ ლოპეტეგის მადრიდის რეალთან განშორების შემდეგ დაუსაქმებელი იყო
  • სევილიამ ლა ლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგაზე იასპარეზებს

სევილიამ მთავარ მწვრთნელად ხულიენ ლოპეტეგის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, 52 წლის სპეციალისტთან, რომელსაც მანამდე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის რეალში უმუშავია, კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. 

ლოპეტეგიმ სევილიას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხოაკინ კაპაროსი შეცვალა, რომელმაც ანდალუსიური კლუბის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ადრევე მიიღო. ცნობილია, რომ სპეციალისტი, რომელიც აპრილში სისხლის კიბო დაუდგინეს, საკლუბო სტრუქტურაში დასაქმდება. 

ხულიენ ლოპეტეგის ბოლო კლუბი კი მადრიდის რეალი იყო, სადაც ოთხი თვე იმუშავა და თანამდებობიდან გასული წლის ოქტომბერში, ბარსელონასთან ანგარიშით 1:5 განადგურების შემდეგ გაათავისუფლეს.

ლოპეტეგიმ ესპანეთის ეროვნული ნაკრები ზედ მუნდიალის დაწყების წინ სკანდალით დატოვა

ლოპეტეგის უმუშავია "სამეფო კლუბის" დუბლებში, რაიო ვალეკანოსა და პორტუში, ასევე - ესპანეთის ეროვნულ, ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებში. შეგახსენებთ, რომ სპეციალისტმა "ფურია როხა" 2018 წლის მუნდიალის დაწყების წინ, სკანდალით დატოვა.

სევილიამ სეზონი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები