Thumbnail

'ერთმანეთს თავების მტვრევას შევპირდით' - კლოპს ფინალის მერე გვარდიოლამ დაურეკა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გვარდიოლამ და კლოპმა ფინალის შემდეგ ისაუბრეს
  • მომავალი სეზონიც განვლილივით დაძაბული გველის...

იურგენ კლოპმა პრემიერლიგის განვლილი სეზონი 97 ქულით და მხოლოდ ერთი წაგებით - მეორე ადგილზე დაასრულა და ამის მთავარი მიზეზი -  პეპ გვარდიოლა და მისი სუპერ მანჩესტერ სიტი იყო.

სიტიმ პრემიერლიგა 98 ქულით მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგიდან მეოთხედფინალში - ტოტენჰემთან გამოვარდა. მადრიდული ფინალის შემდეგ, პეპმა კლოპთან დარეკა, ფინალი მიულოცა და მომავალ სეზონშიც 'თავების მტვრევას' შეჰპირდა.

"პეპ გვარდიოლას ტელეფონით ვესაუბრე (თამაშის შემდეგ). ერთმანეთს შევპირდით, რომ მომავალ სეზონშიც ერთმანეთს თავებით შევასკდებით." - ამბობდა კლოპი მადრიდში მოგებული ფინალის შემდეგ.

Next season is going to be tasty!

Posted by Premier League on ორშაბათი, 03 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები