Thumbnail

‘მადლობა ყველაფრისთვის!’ - ლიხტშტაინერი არსენალის ფანებს დაემშვიდობა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • შტეფან ლიხტშტაინერმა დაადასტურა, რომ არსენალიდან მიდის
  • ვეტერანი შვეიცარიელის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია

შტეფან ლიხტშტაინერის კარიერის ლონდონური ნაწილი სულ რაღაც ერთ წელიწადში დასრულდა - 35 წლის შვეიცარიელმა მარჯვენა მცველმა სოციალურ ქსელებში დაადასტურა, რომ არსენალიდან მიდის. 

ლონდონური კლუბის გულშემატკივრებთან გამოსამშვიდობებელ წერილში ლიხტშტაინერი ევროპალიგის ფინალის წაგებით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე საუბრობს და ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის: “ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელს, გუნდის პერსონალს და მეთოფეების შესანიშნავ ფანებს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. მადლობა მხარდაჭერისთვის!”

შეგახსენებთ, რომ შტეფან ლიხტშტაინერი არსენალში ზუსტად ერთი წლის წინ, ტურინის იუვენტუსიდან გადავიდა. ლონდონურ კლუბში ის ექტორ ბელერინის შემცვლელი იყო, თუმცა არსენალის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი შვეიცარიელს არც ბელერინის ტრავმის შემდეგ ენდობოდა და უმეტესად მეიტლენდ-ნაილზს ათამაშებდა.

ლიხტშტაინერმა ემერის არსენალში 23 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან მხოლოდ 13-ში იყო სასტარტო შემადგენლობაში. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი შვეიცარიელი.

კომენტარები

ბოლო ამბები