Thumbnail

როგორ ამარცხებს სალაჰის გამოჩენა ინგლისში ისლამოფობიას - ნახეთ კვლევა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ეგვიპტელის გამოჩენა მერსისაიდში ისლამოფობიას ამარცხებს
  • სალაჰი ჟურნალმა 'თაიმმა' მიშელ ობამას და არიან გრანდეს გვერდით დააყენა...

მოჰამედ სალაჰმა, ლივერპულში გამოჩენის შემდეგ, 54 გოლი გაიტანა და ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ეგვიპტელის პოპულარულობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პიკს აღწევს. 

'წითლების' თილისმა, მრწამსით მუსულმანია - ეს ფაქტი კი ბრიტანულ საზოგადოებაში საოცარ სოციალურ ცვილებებს იწევს, რაც სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ სტატისიკური მონაცემებით არის გამყარებული.

უნივერსიტეტის ერთ-ერთმა განყოფილებამ, რომელიც საემიგრაციო პრობლემატიკაზე მუშაობს, ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტზე მომუშავე სპეციალისტები, მერსისაიდში (საგრაფო, სადაც ლივერპული მდებარეობს) მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს იკვლევენ.

კვლევაში მონაწილება 8 060-მა ლივერპულის ქომაგმა მიიღო, ასევე მოხდა რეგიონში არსებული 25 პოლიციის დეპარტამენტში შესული საქმეების გადახედვა და 15 მილიონი 'ტვიტის' გაფილტრვა, ეს ყველაფერი იმ პერიოდის შემდეგ რაც სალაჰი ლივერპულმა დაიმატა.

შედეგი ასეთია: სალაჰის ლივერპულში გამოჩენის შემდეგ, მერსისაიდში ისლამოფობიურ ნიადაგზე მომხდარი კრიმინალი - 18.9%-ით შემცირდა. ხოლო ანტი-მუსლიმური ტვიტების რაოდენობა, 7.2%-დან, 3.4%-ზე დაეცა.

არადა, რეგიონს გარეთ ბრექსიტით გამოწვეული ქაოსის ფონზე, ისლამოფობია ბრიტანეთში ძალებს იკრებს, რაც ფინსბერი პარკის მეჩეთზე თავდასხმით დასრულდა - რომ აღარაფერი ვთქვათ ბრიტანული თანამეგობრობის ქვეყანაში - ახალ ზელანდიაში, კრისტჩარჩის მეჩეთში მომხდარ მასობრივ მკვლელობაზე.

26 წლის სალაჰი, პოპ-ვარსკვლავ არიან გრანდესთან და ყოფილი პირველი ლედის - მიშელ ობამასთან ერთად, ამერიკულმა გამოცემამ ჟურნალმა 'თაიმმა' წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანად დაასახელა. თავის მხრივ ლივერპულის ლიდერი სამშობლოში დამკვიდრებულ ცუდ ტრადიციებს ებრძვის და გენდერულ პრობლემებზე საუბრობს.

"რაღაცა უნდა შევცვალოთ ჩვენს კულტურაში, ქალებისადმი ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ქალთა პრობლემებს ახლა უფრო ვხედავ, ვიდრე ადრე, გაცილებით მეტს იმსახურებენ და ეს უნდა გამოსწორდეს." - ამბობდა სალაჰი ჯონ ოლივერის შოუში.

კომენტარები

ბოლო ამბები