Thumbnail
  • იუვენტუსში ახალ მარჯვენა მცველზე ფიქრობენ
  • ჟოაო კანსელოს კირან ტრიპიერი შეცვლის?

როგორც ჩანს, ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელები ჟოაო კანსელოს თამაშით კმაყოფილები არ არიან. საქმე ისაა, რომ ტურინული გრანდი ტოტენჰემის მარჯვენა მცველის, კირან ტრიპიერის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაცია Sky Italia ავრცელებს.

კირან ტრიპიერი ტოტენჰემიდან წასვლაზე ფიქრობს

28 წლის ტრიპიერი ტოტენჰემიდან წასვლაზე ფიქრობს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, მას ინგლისის დატოვება არ სურს, თუმცა ახლა მისი გადაბირების სურვილი იუვემ გამოთქვა, რამაც, შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს. ტურინში ჟოაო კანსელოს თამაშით აღფრთოვანებულები არ არიან. თანაც, მისი შეძენით მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტრიპიერის შეძენა ნაპოლისაც სურს. მას ტოტენჰემთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში ტრიპიერი 27 მატჩში 1 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა. ჩემპიონთა ლიგაში მან 8 შეხვედრაში 2 ასისტი მიითვალა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი).

კომენტარები

ბოლო ამბები