Thumbnail

კვადრატები ხაზების ნაცვლად - ბარსელონამ ახალი ფორმა წარადგინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონას ახალი ფორმა ტრადიციას არღვევს
  • ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია ბარსას უკვე გამოეხმაურა

აი, ასეთი ფორმით ითამაშებს ბარსელონა მომდევნო სეზონში!

კატალონიურმა გრანდმა ახალი სეზონის ფორმა ოფიციალურად წარადგინა. ტრადიცია ირღვევა - ბარსა პირველად ამბობს უარს ვერტიკალურ ხაზებზე!

ახალი ფორმა კვადრატებიანია - ასეთი დიზაინის ინსპირაცია ბარსელონას უბანი ეშამპლე გახდა, რომელიც ზედხედში კვადრატული შენობებითაა ცნობილი. ეშამპლე ცნობილი არქიტექტორისა და ხელოვანის, ანტონი გაუდის მიერაა დაპროექტებული.

“ახალი ფორმა ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია. შესაძლოა, ცოტა სხვანაირია, მაგრამ 100 პროცენტით ბარსელონურია,” - ასე აფასებს ახალ დიზაინს ბარსას მცველი ჟერარდ პიკე. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: ახალ ფორმას კატალონიის დროშა წინ, საყელოს შუაში აქვს (წინა ფორმას ზურგზე ჰქონდა).

კატალონიელები ახალი ფორმით პირველ მატჩს იაპონიაში გამართავენ. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული კომენტარებით ჩანს, რომ ბარსელონას ახალი ფორმა ყველას არ მოეწონა. ბევრს ის ხორვატიის ნაკრების ტრადიციულ ფორმას აგონებს.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია ბარსას ახალ ფორმას ასე გამოეხმაურა: “კარგი მცდელობაა, ბარსელონა! მაგრამ წითელ-თეთრკვადრატებიანი ფორმა დაუმარცხებელია! თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ივან რაკიტიჩს თქვენი ახალი ფორმა მოეწონება,” - ვკითხულობთ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ტვიტერზე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები