Thumbnail

'მე ვიცი მექსიკური ყბა როგორი ძლიერია' - კონორი ჯოშუას მარცხს გამოეხმაურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მაკგრეგორმა მექსიკელები შეაქო
  • კონორი საჩხუბრად მეივეზერს იწვევს...

კონორ მაკგრეგორი აუტსაიდერი ენდი რუისის გამარჯვებით აღფრთოვანებული დარჩა და კრივში დაბრუნება სურს. "მეივეზერთან რემატჩი მინდა..." - დაწერა კონორმა, თუმცა ეს მისი მორიგი პოსტია ტვიტერზე და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

კონორმა პროფესიულ კრივში დებიუტი 2017 წელს ამ სპორტის ლეგენდასთან - ფლოიდ მეივეზერთან მარცხით დაიწყო. ბევრი თვლის, რომ ეს ბრძოლა ფარსი იყო და ფლოიდმა მაკგრეგორის 10 რაუნდი ხელოვნურად გააძლებინა.

"მე ვიცი როგორი ძლიერია მექსიკური ყბა, გამომიცდია" - წერდა კონორი რუსის ჯოშუასთან გამარჯვების შემდეგ და ამის მაგალითად ნეიტ დიასთან თავისი ჩხუბი მოჰყავდა, 2 ბრძოლიანი დაპირისპირება, სადაც კონორი ჯერ დამარცხდა, ხოლო შემდეგ რევანში აიღო.

შეგახსენებთ, რომ ენდი რუისმა კვირას ნიუ იორკში ენტონი ჯოშუა დაამარცხა, რაც ამ სპორტის ისტორიაში და მძიმეწონის დივიზონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები