Thumbnail

აბულაძეები ფინალში - ევროპაზე ხუთივე ქართველი მედლისთვის იბრძვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ესპანეთში ჭიდაობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო
  • ხუთიდან ხუთივე ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. პირველ დღეს 5 ქართველი ახალგაზრდა ფალავნიდან 2 ფინალში გავიდა, მედლებისთვის ბრძოლას დანარჩენი სამიც აგრძელებს.

რევაზ ლაშხის შეგირდებიდან ყველაზე უკეთ აბულაძეებმა იასპარეზეს - ფრიდონ აბულაძემ (55) და ლერი აბულაძემ (63) ფინალის საგზური მოიპოვეს, ხოლო ნიკა შერბაკოვი (77), გიორგი ქაცანაშვილი (87) და რობინზონ ესაძე (130) ბრინჯაოსთვის აგრძელებენ ბრძოლას. 

ფრიდონ აბულაძე ფინალში 4 ივნისს რუს ანვარ ალახიაროვს დაეჭიდება, ხოლო ლერი აბულაძის მეტოქე თურქი აბდულა ტოპრაკი იქნება. 

4 ივნისს ჩემპიონატში მორიგი ხუთეული ჩაებმება: დიეგო ჩხიკვაძე (60) პირველ წრეში ლიეტუველ ვილიუს სავიცკას ხვდება. გიორგი შოთაძე (67) საკვალიფიკაციოში ესპანელ ჰუგო ფერნანდეს მონტოუტოს დაეჭიდება. ოთარ აბულაძეც (72) საკვალიფიკაციოში იჭიდავებს - ნორვეგიელ სამეტ ბაირამ ჩეტინთან. ბექა გურული (82) საკვალიფიკაციო წრეშია და ჰოლანდიელ ტირონ სტერკენბურგს გაეჯიბრება, ხოლო კოკა ღარიბაძე (97) იტალიელ ანტონინო ჯიფრიდას გაეჯიბრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები