Thumbnail

ბრინჯაოს სტარტი ფიჯიზე - მალაყმაძემ ატაცში მე-3 ადგილი მოიპოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფიჯიზე ძალოსანთა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო
  • არჩილ მალაყმაძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
73 კგ პოდიუმი ატაცში

ფიჯის დედაქალაქ სუვაში ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა ძალოსნებმა ბრინჯაოს მედლით დაიწყეს. 73 კილო წონთ კატეგორიაში ფიცარნაგზე არჩილ მალაყმაძე გამოვიდა, მედალი მან ატაცში მოიპოვა - სამიდან ორი ცდა გამოიყენა და 142 კილოგრამით მცირე ბრინჯაო მოიპოვა.

სამწუხაროდ, მალაყმაძის 168 კილოგრამი აკვრაში დისციპლინაში მხოლოდ მე-9 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ასე რომ, ორჭიდში ქართველი ძალოსანი უმედლოდ დარჩა - 310 კილოგრამით მე-4 ადგილზე გავიდა. 

73 კგ

1. კლარენს კამინგსი (აშშ) - 337 (145+192)

2. მარინ რობუ (მოლდოვა) - 320 (147+173)

3. მაკსად მერედოვი (თურქმენეთი) - 312 (139+173)

5. არჩილ მალაყმაძე (საქართველო) - 310 (142+168)

სუვაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებისთვის კიდევ სამი ქართველი ათლეტი იბრძოლებს: ლომია თებიძე (81 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და თორნიკე ტაბატაძე (+109).

კომენტარები

ბოლო ამბები