Thumbnail
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა
  • ქართველთა მონაპოვარი კლუჟში: 4 ოქრო, 2 ბრინჯაო
  • გურამ თუშიშვილის კომენტარი გამარჯვების შემდეგ
ქართველი ტრიუმფატორები კლუჟში

რუმინულ კლუჟში გამართული ევროპის ღია პირველობის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა. ძირითადად მხოლოდ იმ ძიუდოისტთა ცვლილებებს შევეხებით, რომელთაც რუმინეთში წარმატებული გამოსვლის გამო, გაიუმჯობესეს მდგომარეობა. 

ვაჟთა შორის საერთო რეიტინგის ლიდერი კვლავ ვარლამ ლიპარტელიანია - 7 307 ქულა. მეორე ადგილზე ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილია - 7 187 ქულა. მესამეზე კი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ტურნირებს დაბრუნებული გურამ თუშიშვილია - 6 531 ქულა. აღსანიშნავია, რომ კვარტეტი მთლიანად ქართულია - მე-4 ადგილზე რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეა - 5 970. 

კლუჟში გამარჯვებისთვის გურამ თუშიშვილმა 100 სარეიტინგო ქულა მიიღო. ის წონაში (+100 კგ) ისედაც პირველ ადგილზე იყო. 

'კარგი პრატიკა ევროპული თამაშებისთვის'

გურამ თუშიშვილმა კლუჟში იოლად გაიმარჯვა

გურამ თუშიშვილი: "რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მეტი და უფრო ძნელი ბრძოლები მქონოდა, მაგრამ რაც არის ეგაა. მოხარული ვარ, რომ მოახლოებული ევროპული თამაშებისთვის კარგი პრაქტიკა მივიღე.

ყველა მეკითხება, რა აზრის ვარ ისევ ტედი რინერთან შეხვედრაზე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ძიუდოს შესახებ. ასე რომ, ჩემი პასუხიც იცით".

 eju.net

ახალგაზრდების პროგრესი

ლაშა ბექაურმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო!

81 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს - საუკეთესო ქართველი 28-ე პოზიციაზეა - 19 წლის ვლადიმერ ახალკაცმა ევროპის ღია პირველობის მოგებით 100 ქულა შეიმატა და ჯამში 106 გაუხდა. ამის წყალობით ახალკაცმა 208 საფეხურით წინ წაიწია და ახლა 184-ე პოზიციაზეა. 

ათეულში წარმომადგენელი არც 90 კილოში გვყავს - ბექა ღვინიაშვილი ქართველებიდან საუკეთესოა და მე-14 პოზიციაზეა. ამ წონაში რუმინეთში 18 წლის ლაშა ბექაურმა გაიმარჯვა. მას 960 ქულა აქვს და 49-ე პოზიციაზეა (+4). იმედა გოგოლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიგო, 50 ქულა მიიღო და რეიტინგში მე-200 (+99) პოზიციაზეა. 

რუმინეთის ტურნირის კიდევ ერთი ტრიუმფატორი ონისე სანებლიძეა, მან 100 ქულა მიიღო და უკვე 1 039 ქულა აქვს. 100 კგ წონით კატეგორიის რეიტინგში ონისე მე-40 (+6) პოზიციაზეა. როგორც გოგოლაძე, სანებლიძეც 20 წლის გახლავთ. 

შუკვანის +4

ქალთა შორის (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა, მან თავის რეიტინგს ამით 50 ქულა შემატა, 434 გაუხდა და წონაში 68-ე პოზიციაზეა (+4). ეს ქართველ ქალთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციაა წონაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები