Thumbnail
  • გურამ კაშიას ვიტესმა სტუმრად ზვოლეს 2:1 მოუგო.
  • ქართველი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ჰოლანდიის ერედივიზიეს მე-20 ტურში გურამ კაშიას ვიტესი ზვოლეს ესტუმრა და 2:1 მოუგო. კაპიტანმა კაშიამ ჩვეულებრისამებრ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ის 77-ე წუთზე შეცვალეს.

ვიტესი 20 თამაშიდან 31 ქულით მე-6 ადგილზეა და 2 თებერვალს გრონინგენს მასპინძლობს.

გურამ კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატში თავისი მე-100 გამარჯვება იზეიმა. კლუბში მასზე მეტი მოგება მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს - იონ ვან დენ ბრომის რეკორდამდე (108 მოგება ერედივიზიეში) მას ცოტა უკლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები