Thumbnail

უარი მილანს - სიმონე ინძაგი რომის ლაციოში რჩება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სიმონე ინძაგი რომის ლაციოში რჩება
  • 43 წლის მწვრთნელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • მილანი სამპდორიას მწვრთნელზე გადაერთო

ლაციოს გულშემატკივრებს სიმონე ინძაგის დაკარგვის აღარ უნდა ეშინოდეთ - რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. ეს ინფორმაცია ლაციალეს შეფმა კლაუდიო ლოტიტომ ორშაბათს, რადიო Rai 1-თან ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, 43 წლის ინძაგიმ ლაციოსთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა. ძველი ხელშეკრულება მას 2020 წელს უმთავრდებოდა.

ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სიმონე ინძაგის გადაბირება მილანში სურდათ. ‘როსონერიში’ მას გათავისუფლებული ჯენარო გატუზოს შემცვლელად მოიაზრებდნენ. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, მილანის ბოსებმა მოლაპარაკებები გენუის სამპდორიას მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოსთან დაიწყეს.

სიმონე ინძაგი ლაციოს 2016 წლის აპრილის შემდეგ წვრთნის. ამ სეზონში ლაციალემ იტალიის თასი მოიგო და ევროპალიგის საგზური მოიპოვა, სერია A-ში კი მე-8 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები