Thumbnail

როლან გაროსი | ჯოკოვიჩი მეოთხედფინალშია და ზედიზედ მეოთხე დიდ ტიტულს უმიზნებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა იან-ლენარდ შტრუფი ადვილად დაამარცხა
  • სერბი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის მეოთხედფინალშია! მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი სამ სეტში, 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. 29 წლის გერმანელისთვის, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 45-ე ადგილზეა, დიდი სლემის ტურნირზე ეს პირველი მერვედფინალი გახლდათ. მიუხედავად ჯოკოვიჩთან წაგებისა, შტრუფი საუკეთესო 40-ში შევა.

თამაში საათნახევარი გაგრძელდა - შტრუფი ჯოკოვიჩის წინააღმდეგ იბრძოდა, როგორც შეეძლო, მაგრამ სერბს პრობლემები ვერ შეუქმნა. 1 საათისა და 33 წუთის შემდეგ, ჯოკოვიჩმა პირველივე მატჩპოინტი გამოიყენა და მეოთხედფინალშია, სადაც ალექსანდერ ზვერევს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი მოთამაშეა, რომელიც როლან გაროსის მეოთხედფინალში ზედიზედ 10-ჯერ გავიდა. 32 წლის სერბს მეორედ შეუძლია ოთხივე დიდი სლემის ზედიზედ მოგება. შეგახსენებთ, რომ ნოლემ უიმბლდონი, აშშ-ის ღია პირველობა და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. როლან გაროსი მას 2016 წელს აქვს მოგებული. სწორედ მაშინ შეასრულა მან თავისი პირველი კარიერული გრანდ სლემი.

კომენტარები

ბოლო ამბები