Thumbnail
  • აშშ-ის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელმა როლან გაროსზე ძალიან ცუდად ითამაშა
  • 29 წლის ჩოგბურთელს ტურნირის პირველ წრეში მონაწილეობის თანხა ჩამოართვეს 

ანა ტატიშვილი, რომელიც ამერიკის სახელით გამოდის, 46 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ВВС-ის ცნობით, ამის მიზეზი "პროფესიონალური სტანდარტისთვის შეუსაბამო" თამაშის ჩვენებაა. 

29 წლის ტატიშვილი, რომელმაც 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად, საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშა და ეს დაცული რეიტინგის წყალობით შეძლო, პირველ წრეში საბერძნეთის წარმომადგენელს, მარია საკარის (30) დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:6, 1:6 დამარცხდა.

მეტი ამ თემაზე: ანა ტატიშვილი დაბრუნდა და როლან გაროსის პირველივე წრეში დამარცხდა 

მატჩი საათზე ნაკლებ დროში დასრულდა, ტატიშვილმა თავის პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ქულათა 33% მოიპოვა, მეორეზე - 17%. ITF-ის წესდების თანახმად, ასეთი სუსტი გამოსვლის გამო, ძირითად ტურნირში მონაწილე სპორტსმენისთვის საპრიზო თანხის ჩამორთმევაა გათვალისწინებული. ანას შემთხვევაში, თანხამ 46 ათას ევრო შეადგინა.

ანა ტატიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო და მას შემდეგ ამ ქვეყნის სახელით გამოდის. კარიერის საუკეთესო პერიოდი მას 2012 წელს ჰქონდა, როდესაც WTA-ს რეიტინგში 50-ე ადგილს იკავებდა.

ტატიშვილს WTA-ს სერიის ტურნირი არასდროს მოუგია, "დიდი სლემის" ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგი კი 2012 წელს, აშშ-ის ღია პირველობას მეოთხე წრეში გასვლა იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები