Thumbnail
  • ბაიერნი ხამეს როდრიგესის გამოსყიდვას არ აპირებს
  • რეალი კოლუმბიელს პოგბას ტრანსფერში ჩართავს
  • იუნაიტედს ხამესის გარდა, ბეილს და ნავასს შესთავაზებენ

მადრიდის რეალს პოლ პოგბას გადაბირება სურს და ეს ყველამ იცის. უახლესი ინფორმაციით, ‘სამეფო გუნდი’ მანჩესტერ იუნაიტედისთვის ახალ შეთავაზებას ამზადებს, რაზეც მანკუნიანელებს, დიდი ალბათობით, უარის თქმა გაუჭირდებათ.

‘თაიმსი’ წერს, რომ რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი დაუთმოს - გარეთ ბეილი, კეილორ ნავასი და ხამეს როდრიგესი. ცნობილია, რომ რეალს ბეილი აღარ სჭირდება, ნავასის ტრანსფერზე დაყენება კი ზინედინ ზიდანის იდეაა.

რეალ მადრიდს გარეთ ბეილი აღარ სჭირდება

რაც შეეხება ხამეს როდრიგესს: როგორც იცით, კოლუმბიელი მიუნხენის ბაიერნში თამაშობს, მაგრამ რეალის საკუთრებაა. მიუნხენურმა გრანდმა 15 ივნისამდე უნდა გადაწყვიტოს, იყენებს თუ არა ხამესის შესყიდვის უპირატეს უფლებას. კიკერის ინფორმაციით, ბაიერნი კოლუმბიელის გამოსყიდვაზე უარს იტყვის, რადგან რეკორდმაისტერის ბოსებმა ასე გადაწყვიტეს. ‘თაიმსი’ კი წერს, რომ კოლუმბიელი არც რეალს სურს და მას იუნაიტედს შესთავაზებენ.

ხსენებულ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ბეილთან, ნავასთან და ხამეს როდრიგესთან ერთად, რეალი იუნაიტედს გარკვეულ თანხასაც შესთავაზებს. ხამეს როდრიგესს რეალთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

ხამეს როდრიგესი არც ბაიერნში სურთ და არც რეალში

კომენტარები

ბოლო ამბები