Thumbnail

VAR-ს ერთა ლიგის მატჩებშიც გამოიყენებენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • უეფა VAR-ს პორტუგალიაშიც გამოცდის
  • ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალები ოთხშაბათს იწყება...

ერთა ლიგის ფინალებისთვის უეფა VAR-ს, იგივე მსაჯის ვიდეო-ასისტენტს გამოიყენებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპულ სანაკრებო ფეხბურთში VAR-ი იქნება ჩართული.

ტექნოლოგია ფეხბურთის უმაღლეს დონეზე პირველად 2018 წლის რუსეთის მუნდიალზე და განვლილ ჩემპიონთა ლიგის სეზონში, პლეი-ოფის ფაზაში გამოცადეს.

ერთა ლიგის ფინალები სტარტს ოთხშაბათს აიღებს, სადაც მასპინძელი პორტუგალია შვეიცარიას ეთამაშება. ხოლო ხუთშაბათს ინგლისი ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ VAR-ს მსაჯი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებს - გოლის, წითელი ბარათის და საჯარიმოში მომხდარი ინციდენტების დროს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები