Thumbnail
  • ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ილაპარაკა
  • იტალიელმა ტოტენჰემის ფეხბურთელებთან ერთად, დივოკ ორიჯიც გააკრიტიკა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი შეაფასა. მან ტოტენჰემის ფეხბურთელებთან ერთად, ლივერპულის თავდამსხმელი დივოკ ორიჯიც გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ორიჯი ფინალში შეცვლაზე შევიდა და 87-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომლითაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. მიუხედავად ამისა, პირლომ ეს უკანასკნელიც გააკრიტიკა.

ანდრეა პირლო და იურგენ კლოპი

“ორიჯი საშინელი იყო. იგი მოედანზე საზიზღარი განწყობით გავიდა. ეს არ იყო ისეთი განწყობა, როგორიც ჩემპიონთა ლიგის ფინალს შეეფერება. ორიჯის გოლი რომ არ გაეტანა, საერთოდ გუნდიდან უნდა გაეგდოთ,” - აცხადებს პირლო.

'ტოტენჰემის ნახევარდაცვამ ძალიან დაბალი დონის ფეხბურთი ითამაშა!'

დივოკ ორიჯიზე მეტად მან ტოტენჰემის ფეხბურთელები გააკრიტიკა: “ტოტენჰემმა ფინალში ხასიათი ვერ გამოავლინა. ისეთი განცდა მქონდა, რომ დელე ალის და ერიკსენს ბურთის მიღება არ სურდათ. ტოტენჰემის ნახევარდაცვამ ძალიან დაბალი დონის ფეხბურთი ითამაშა. ლივერპულის გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია,” - დასძინა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ევროპის უმთავრესი საკლუბო თასი მეექვსედ მოიგო, ტოტენჰემი კი ფინალში პირველად იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები