Thumbnail

'ცხოვრების აზრს ვკარგავ' - ავარიაში დაღუპული რეიესის ცოლის ემოციური პოსტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანეთის ნაკრების ყოფილ გარემარბს, რომელიც ავარიაში დაიღუპა, დღეს დაკრძალავენ
  • ფეხბურთელის ცოლმა ნოელია ლოპესმა ინსტაგრამზე ემოციური ვიდეო და პოსტი დადო

ავტოკატასტროფაში დაღუპული ხოსე ანტონიო რეიესის ცოლმა, ნოელია ლოპესმა, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ესპანელი ფეხბურთელი თავის ორ გოგონასთან ერთადაა გადაღებული. ნოელიამ ვიდეოს მეუღლესთან გამოსათხოვარი ტექსტიც დაურთო.

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 1-ელ ივნისს, ავტოავარიაში დაიღუპა. 237 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი ავტომობილი Mercedes Brabus S550, რომელსაც ის მართავდა, გზიდან გადავიდა, გადაბრუნდა და დაიწვა. ავარიამ ასევე იმსხვერპლა ავტომობილში მყოფი რეიესის 23 წლის ბიძაშვილი, კიდევ ერთი მგზავრი კი სხეულის 60% დამწვრობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ხოსე ანტონიო რეიესის ავტომობილი ავარიის შემდეგ

35 წლის ხოსე ანტონიო რეიესს, რომელსაც სამი შვილი დარჩა (ორი გოგონა და ვაჟი), დღეს მშობლიურ უტრერაში დაკრძალავენ.

მეტი ამ თემაზერეიესის დაღუპვის მიზეზი გაირკვა - მისი მანქანის სისწრაფე 237 კმ/სთ იყო!

"ჩემი ცხოვრების სიყვარულო, არ შემიძლია შენი წასვლით გამოწვეული ტკივილის ატანა. ცხოვრების აზრს ვკარგავ. დღეს უნდა გამოგეთხოვო, მაგრამ ძალა აღარ მაქვს. მალე ყველაფერს გიამბობ, რადგან ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით მარადიულ სამყაროში. ჩემო სიცოცხლე, ისევ ერთი ოჯახი ვიქნებით, სადაც არ უნდა ვიყოთ. დამეხმარე, რადგან ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება უშენოდ. დამეხმარე ჩვენი გოგონების აღზრდაში. მომეცი ძალა, რომელიც არ მაქვს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდები და ყოველთვის იცოცხლებ ჩვენს გულებში...", - დაწერა ლოპესმა თავის "ინსტაგრამზე".  

რეიესი სევილიას აღზრდილი იყო და მშობლიურ კლუბში ის 1999-2004 და 2012-2016 წლებში გამოდიოდა. სევილიის მაისურით მან ჯამში 242 მატჩში ითამაშა, გაიტანა 37 გოლი და ევროპალიგა სამჯერ მოიგო. ნახევარმცველს ასევე უთამაშია ლონდონის არსენალში, ბენფიკაში, მადრიდის რეალსა და ატლეტიკოში, ბოლო დროს კი ესტრემადურას ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები