Thumbnail

ზლატანის კიდევ ერთი ფანტასტიკური მაკრატელა MLS-ში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლოს ანჯელეს გელექსი 1:2 ნიუ ინგლენდი
  • ზლატანის 33-ე გოლი MLS-ში

ლოს ანჯელესი გელექსიმ MLS-ის მორიგ ტურში ნიუ ინგლენდს უმასპინძლა და 1:2 წააგო. ზლატანმა მეტოქეს ფანტასტიკური გოლი გაუტანა. სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, როდესაც შვედმა თავდამსხმელმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, დასარტყმელად აიგდო და ულამაზესი მაკრატელა გაუტანა.

ზლატანის გოლმა გელექსის ვერ უშველა და მატჩი მაინც წააგო. იბრაჰიმოვიჩმა სეზონში მე-11 გოლი გაიტანა და მას სულ 33 გოლი დაუგროვდა. გელექსის 28 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. იბრაჰიმოვიჩის გუნდი მომდევნო ტურში ცინცინატის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები