Thumbnail

ეროვნული ლიგა | ბათუმის დინამომ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სიონი 0:0 ლოკომოტივი
  • ჩიხურა 0:0 საბურთალო
  • დინამო ბთ. 2:1 რუსთავი

ეროვნული ლიგის 37-ე ტური სამი მატჩით დასრულდა. ბოლნისში სიონმა ლოკომოტივს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დამთავრდა. ანალოგიური შედეგით მორჩა ჩოხურა-საბურთალოს დაპირისპირება. შესაბამისად, მოქმედმა ჩემპიონმა ორი ქულა დაკარგა.

მძიმე მატჩი ჰქონდა ბათუმის დინამოს, მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ბათუმელებმა რუსთავს უმასპინძლეს და 27-ე წუთზე გახსნეს ანგარიში: თავი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიჩინა. ტიმის მიწურულს რუსთავმა ნიკოლაი ყიფიანის მიერ გატანილი გოლით აღადგინა წონასწორობა.

მეორე ტაიმში უპირატესობას ბათუმის დინამო ფლობდა, გამარჯვების გოლი კი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, 2:1. სატურნირო ცხრილს 37 ქულით ბათუმური გუნდი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 35 ქულით თბილისის საბურთალოა.

სიონი 0:0 ლოკომოტივი

ჩიხურა 0:0 საბურთალო

დინამო ბთ. 2:1 რუსთავი

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (27), 1:1 ყიფიანი (44), 2:1 საბანაძე (70).

ბათუმის დინამო ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია
📸 | დინამო ბთ.-ის FB გვერდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები