Thumbnail

ლელოების ქართული რეკორდი საფრანგეთში - ბრივი ელიტაში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრივი 28:22 გრენობლი
  • გიორგაძის ლელო და რეკორდი ფინალურ შეხვედრაში

TOP 14-ის პლეი ოფის შეხვედრაში ბრივმა გრენობლს უმასპინძლა - მეტოქეს 6 ქულით, 28:22 მოუგო და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ბრივის შემადგენლობაში ოთხმა ქართველმა ითამაშა: ოთარ გიორგაძემ, კარლენ ასიეშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და სოსო ბეკოშვილმა.

მატჩის 76-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ ლელო დადო, რომლითაც საკუთარ გუნდს მოგება გაუნაღდა და TOP 14-ის საგზური მოუტანა. გიორგაძემ ამ სეზონში მე-8 ლელო მიითვალა, რითიც ფრანგულ ლიგაში ერთ სეზონში დადებული ქართული ლელოების რეკორდი გააუმჯობესა. თამაზ მჭედლიძეს ერთ სეზონში 6 ლელო ჰქონდა დადებული.

ბრივში მომავალ სეზონში 7 ქართველი მორაგბე ითამაშებს: კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა, ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, თედო აბჟანდაძე და ვანო კარკაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები