Thumbnail

4 ოქროს მედალი - ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი რუმინეთში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დისკვალიფიკაციის შემდეგ, ტატამს გურამ თუშიშვილი დაუბრუნდა
  • ქართველმა ძიუდოისტმა მძიმე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა

რუმინეთში დასრულდა ევროპის ღია პირველობა, რომელშიც ქართველმა ძიუდოისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. 2 ივნისი საქართველოს ნაკრებისთვის ტრიუმფალური გამოდგა. ყურადღების ცენტრში გახლდათ გურამ თუშიშვილი, რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა ტატამს. 

როგორც მოსალოდნელი იყო, თუშიშვილი წარმატებით დაბრუნდა და მძიმე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, იპონით დაამარცხა მასპინძელი მირჩა კროიტორუ. გურამს ორ წუთზე ცოტა ნაკლები დასჭირდება მოსაგებად.

გურამის გარდა, კიდევ სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა ოქროს მედალი! 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ვლადიმერ ახალკაცმა, 90 კილოგრამში საუკეთესო იყო ლაშა ბექაური, -100 კილოგრამში კი ოქროს მედალი ონისე სანებლიძემ აიღო. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იმედა გოგოლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 1 ივნისს, ბრინჯაო ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები