Thumbnail

სერენა უილიამსმა დომინიკ ტიმი მისივე პრესკონფერენციიდან გააგდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სერენა მარცხის მერე მორიგ სკანდალში გაეხვა
  • დომინიკ ტიმი ორგანიზატორების საქციელმა გააოცა

38 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მორიგ სკანდალში გაეხვა - ეს მაშინ მოხდა, როცა სერენა 20 წლის თანამემამულე სოფია კენინთან დამარცხდა, ხოლო ავსტრიელი დომინიკ ტიმი პრესკონფერენციას ატარებდა. 

როლან გაროსის სამგზის გამარჯვებულმა ლოდინზე უარი თქვა, რის გამოც, ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ტიმისთვის ეთხოვათ, პრესკონფერენცია დაესრულებინა.

მე-4 ნომრად განთესილი ტიმი გაოცებული დარჩა, როცა ეს თხოვნა მოისმინა - "თქვენ მე ისევ ახალგაზრდა ჩოგბურთელი ხომ არ გგონივართ?" 

ტიმს კარგა ხანს ეს თხოვნა ორგანიზატორებისგან ხუმრობა ეგონა. 2018 წლის ტურნირის ფინალისტმა გაოგნებულმა დატოვა დარბაზი. 

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა სოფია კენინთან 2:6, 5:7 წააგო, ხოლო დომინიკ ტიმმა მე-4 წრეს პაბლო კუევასის ძლევით უწია.   

დომინიკ ტიმი ორგანიზატორების საქციელმა გააოცა

სერენა უილიამსის ბოლო სერიოზული სკანდალი ამერიკის ღია პირველობას უკავშირდება, შარშან ის ფინალში გავიდა, სადაც ნაომი ოსაკასთან დამარცხდა. იმ შეხვედრაში სერენამ მსაჯი სექსიზმში დაადანაშაულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები