- ლივერპულის თავკაცმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ 90-იანების ჰიტი იმღერა
- ოღონდ, 51 წლის გერმანელმა სპეციალისტმა სიმღერის ტექსტში ცვლილებები შეიტანა
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის შემდეგ, ინტერვიუს დროს, ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Salt-N-Pepa-ის ცნობილი სიმღერა - Let's Talk About Sex წაიმღერა.
ოღონდ, 51 წლის გერმანელმა სპეციალისტმა სიმღერისას სიტყვა sex შეცვალა six-ით, რითაც ხაზი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ლივერპულის მეექვსე ტრიუმფს გაუსვა. ამასთან, ჯილდო მეექვსეა იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერაშიც.
"ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გეტყვიან: "კი, მაგრამ შენ ვერ მოიგე". მაგრამ ჩემო კარგო, მოდი ახლა ვილაპარაკეთო ექვსზე. ვილაპარაკოთ შენზე და ჩემზე. მოდი, ვილაპარაკოთ კარგსა და ცუდზე, რაც შეიძლება მოხდეს", - წაიმღერა კლოპმა.
მეტი ამ თემაზე: 'ეს საუკეთესოა, რაც ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში მომხდარა' - ამბობს იურგენ კლოპი
ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა, ლივერპულმა ტოტენჰემს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მერსისაიდულმა კლუბმა ტურნირი (ჩემპიონთა ლიგა/ევროპის ჩემპიონთა თასი) მეექვსედ მოიგო და ამ მაჩვენებლით მის ისტორიაში მესამე გუნდი გახდა. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე უფრო ხშირად მხოლოდ რეალსა (13) და მილანს (7) გაუმარჯვიათ.
კომენტარები