Thumbnail

'მისი გაშვება როგორ შეიძლებოდა?!' ლეო მესი კრიშტიანო რონალდოს ვერ ივიწყებს

  • ლიონელ მესიმ კრიშტიანო რონალდოზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა
  • ბარსას ფორვარდი რონალდოს გაყიდვას რეალის შეცდომად მიიჩნევს
  • არგენტინელის აზრით, კრიშტიანოს წასვლით ლა ლიგაც დაზარალდა 

ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა კრიშტიანო რონალდოზე. არგენტინელი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ მადრიდის რეალმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც წინა ზაფხულს პორტუგალიელი ფორვარდის ტურინის იუვენტუსში გაუშვა.

"სეზონი რომ იწყებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი ამის შესახებ და მადრიდში ვიღაცები ჩემმა სიტყვებმა გააბრაზა კიდეც. როგორ შეიძლება იმ მოთამაშის გაშვება, რომელიც სეზონში 50 გოლს იტანს? შედეგად რეალს კრიზისი დაეწყო. ასე დაემართებოდა ნებისმიერ გუნდს, კრიშტიანო თუ დატოვებდა. . 

რა თქმა უნდა, ლა ლიგას დააკლდა ის, რადგან ტურნირი უმაღლესი დონის ფეხბურთელებით ხდება კონკურენტუნარიანი. მართლა კარგი დრო იყო, როდესაც ის აქ თამაშობდა, რადგან წლიდან წლამდე ორივე სრულყოფილებისკენ ვისწრაფვოდით", - თქვა ლეომ Fox Sports-ის ეთერში.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მადრიდის რეალი გასულ ზაფხულს დატოვა და 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ტურინის იუვენტუსში გადაბარგდა. სერია A-ს გასულ სეზონში კრიშტიანომ ტურინული კლუბის მაისურით 21 გოლი გაიტანა და პირველად, ბოლო 13 წლის განმავლობაში, სეზონის სამ საუკეთესო ბომბარდირს შორის ვერ მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები