Thumbnail

შოკისმომგვრელი სცენები ნიუ იორკიდან! ენტონი ჯოშუა აუტსაიდერ რუისთან დამარცხდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯოშუას პირველი მარცხი კარიერაში
  • ბრიტანელის ამერიკაში დებიუტი უიღბლო აღმოჩნდა...

ენტონი ჯოშუამ თავისი 23-ე ბრძოლა პროფესიულ რინგზე და ამვდროულად პირველი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ წარმოშობით მექსიკელ ამერიკელთან - ენდი რუის უმცროსთან მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

კრივის სამყარო აუტსაიდერი რუისის გამარჯვებით გაოცებულია. პირველი რაუნდებში ყველაფერი ჯოშუასთვის კარგად დაიწყო, ბრიტანელმა რუსისი რინგზე დანარცხებაც მოახერხა, თუმცა შემდეგ ამერიკელმა რეაბილიტირება მალევე შეძლო.

ბრძოლის მანძილზე უკვე ყოფილი ჩემპიონი ოთხჯერ დაეცა, ბოლოს მეშვიდე რაუნდში, როდესაც მსაჯის - მაიკლ გრიფინის შეძახილს ჯოშუამ გაუგებარი ფრაზებით უპასუხა, გრიფინმა ბრძოლა იმ წამსვე გააჩერა.

მსოფლიო კრივის WBO, WBA, IBF და IBO ვერსიით ახალი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს - ენდი რუისი, რომელსაც მომავალში რთული ბრძოლები ელის, თუმცა როგორც დღეს ვნახეთ 29 წლის მორკივე ამისთვის მზადაა.

ადეკვატურობა არ დაუკარგავს მძიმეწონის დივიზონში ჯოშუას ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს - ტაისონ ფიურის "მძიმეწონის დივიზონი ასეთია, ხდება ხოლმე, დაისვენე, მოეზმადე, გადაეწყვე და დაბრუნდი." - ასე გაამხნევა ფიური თავისი თანამემამულე.

იგივეს ვერ ვიტყვით WBC ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონზე - დეონტეი უაილდერზე "ის არ იყო ნამდვილი ჩემპიონი, მისი მთელი კარიერა ტყუილია, ბრძოლებს ჩუქნიდნენ. ახლა ყველაფერი იცით, ვინ არის საუკეთესო!"

ენდი რუისმა ჯოშუას პრომოუტერს - ედი ჰირნსს (რომელიც დღეს გაწბილებული იყო) მომავალი ბრძოლის შესახებ ჰკითხა.

ენტონი ჯოშუამ ჯერ რინგზევე თბილად მიულოცა რუისს გამარჯვება, შემდეგ ტვიტერზეც იგივე გააკეთა "ეს ენდის ღამე იყო, გილოცავ ჩემპიონო!"

კომენტარები

ბოლო ამბები