Thumbnail

'ვულოცავ ლივერპულს, საოცარი სეზონი ჩაატარეს!' - პოჩეტინო ფინალის შემდეგ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პოჩეტინომ განაცხადა, რომ მის გუნდს გამოცდილება აკლდა
  • არგენტინელის აზრით სწრაფმა გოლმა მის გუნდზე მენტალურად იმოქმედა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულთან დამარცხებული მაურისიო პოჩეტინო აცხადებს, რომ ფინალში გასვლა ისევ სურს. "მარცხის მერე მალევე გინდა ისევ ფინალი ითამაშო..."

"არ შეიძლება ეს გამოცადო და განმეორება არ მოგინდეს" - ამბობს პოჩეტინო. "ლივერპულიც შარშან მსგავს პოზიციაში იყო ფინალში, მათ ეს გამოცდილება კარგად გამოიყენეს."

"ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, როგორ ვითამაშეთ, როგორ ვიბრძოლეთ, რა კარგი იყო მეორე ტაიმი. თუმცა არ გაგვიმართლა და დავმარცხდით."

📋 მეტი ამ თემაზე: 

"მატჩი 1:0-ით დავიწყეთ და ეს მენტალურად ძალიან რთული იყო ჩვენთვის. ძალიან მიხარია, რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ და აქვე, მინდა ლივერპულს მივულოცო ჩემპიონობა, ფანტასტიური სეზონი ჩაატარეს!" - აცხადებს პოჩეტინო.

ტოტენჰემმა თასი ბოლოს 2008 წელს მოიგო (ლიგის თასი), ხოლო პოჩეტინოს ტიტული არც საუთჰემპტონით და არც ესპანიოლით არ მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები