Thumbnail

'ეს საუკეთესოა, რაც ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში მომხდარა' - ამბობს იურგენ კლოპი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლივერპული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
  • ინგლისური ფინალი იურგენ კლოპის გუნდის ტრიუმფით დასრულდა

ზედიზედ 6 წაგებული ფინალის შემდეგ, იურგენ კლოპმა გადამწყვეტი მატჩის მოგება მოახერხა. ტოტენჰემთან დაპირისპირებაში მისი ლივერპული უნაკლოდ გამოიყურებოდა და ჯამში მეტოქის კარში ორი უპასუხო ბურთიც გაიტანა.

იურგენ კლოპი (ლივერპულის მთავარი მწვრთნელი)
'ძალიან ბედნიერი ვარ ამ ბიჭების, ყველა ამ ადამიანის და ჩემი ოჯახის გამო. ჩემს გამო ბევრი რამ გაიღეს და ეს აღიარება სხვებზე მეტად დაიმსახურეს. გინახავთ ოდესმე ასეთი მებრძოლი გუნდი? და ჩვენ გვყავს მეკარე, რომლის ხელშიც რთული საქმეები იოლად გამოიყურება.

ეს საუკეთესოა, რაც ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში მომხდარა. განვითარების გრძელი და რთული გზა გავიარეთ. კლუბის მესაკუთრეები ჩვენზე ზეწოლას არასდროს ახორციელებდნენ. ჩვეულებრივ, თამაშის დასრულების შემდეგ 20 წუთში უკვე ნახევრად მთვრალი ვარ ხოლმე, დღეს მხოლოდ წყალი დავლიე.'

📋 მეტი ამ თემაზე: 

სეზონის საუკეთესო საფეხბურთო კლუბი და მისი მთავარი მწვრთნელი

 

კომენტარები

ბოლო ამბები