Thumbnail

'VAR უკვე ძალიან მომწონს!' - მოჰამედ სალაჰის პირველი კომენტარი ფინალის შემდეგ

  • ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტოტენჰემი 2:0 დაამარცხა
  • გამარჯვებულების პირველი კომენტარები მატჩის შემდეგ

ლივერპული ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფალურ გამარჯვებას ზეიმობს! ტოტენჰემთან 2:0 მოგებული ფინალის შემდეგ, იურგენ კლოპის ფეხბურთელებმა პირველი კომენტარები გააკეთეს.

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
'ახლა ყველა ბედნიერია! გახარებული ვარ, ზედიზედ მეორე ფინალში თამაშის საშუალება რომ მომეცა და მოედანზე 90 წუთი გავატარე. დღეს ყველამ მაქსიმუმი გააკეთა! ინდივიდუალურად განსაკუთრებულად კარგი მატჩი არავის ჰქონდა, მთელი გუნდი დაუჯერებლად თამაშობდა. VAR-ს პრემიერლიგაში მხოლოდ მომავალ წელს გავიცნობთ, მაგრამ ვიდეორეფერი უკვე ძალიან მომწონს. ჩემს კარიერას ძალიან ბევრი რამ შევწირე, პატარა სოფლიდან საცხოვრებლად კაიროში წავედი… იყო ეგვიპტელი და ამ დონეზე თამაშობდე, ეს ჩემთვის ჯერ კიდევ დაუჯერებელია!'

სალაჰის პენალტი ფინალში

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)
'ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის, რაც ახლა ხდება. მაგარი სეზონი გვქონდა! ეს შედეგი ყველა სხვა გუნდზე მეტად დავიმსახურეთ. რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ, მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ. მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ ლივერპულიდან, რომლის ოცნებაც ეს წამია, ახდა!'

დივოკ ორიჯი (ლივერპული)
'ეს განსაკუთრებული მოვლენაა. რთული მატჩი გამოვიდა. ტოტენჰემმა მაქსიმალურად იბრძოლა, მაგრამ ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვიყავით. ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე! კარიერაში ბევრი რთული მომენტი მქონია, ახლა კი ევროპის მთავარი ტიტული მოვიგე. ფეხბურთი ყველას ასეთი ფინალებისა და მომენტების გამო გვიყვარს.'

ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპულის კაპიტანი)
'
ფეხბურთის თამაშისას ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო და ჩემს გუნდს დავეხმარო. რთული პერიოდები გამოვიარე, არასდროს შევჩერებულვარ. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონება გახდება, ეს არის ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ეს ისტორია არ არის ჩემზე, როგორც კაპიტანზე, რომელმაც ჩემპიონთა თასი ასწია. ეს ისტორია ამ კლუბზე, მოთამაშეებზე და მთავარ მწვრთნელზეა. ახლა განვითარება უნდა განვაგრძოთ.'

ჯოელ მატიპი (ლივერპული)
'ეს დაუვიწყარი მომენტია. ამისათვის ერთი წელი მაგრად ვიშრომეთ! ცხადია, რომ დღეს ღამე ჩვენთან არავინ დაიძინებს. ძალიან მაგრად უნდა ვიზეიმოთ. მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ჩვენ ეს დიდი გამარჯვება დავიმსახურეთ!'

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები