Thumbnail
  • 📅 1 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ტოტენჰემი V ლივერპული | 📺 SILK UNIVERSAL
  • გუნდების სასტარტო შემადგენლობები

დაახლოებით ერთ საათში, საკლუბო სეზონის მთავარი მატჩი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაიწყება. გუნდების სასტარტო შემადგენლობები უკვე ცნობილია!

როგორც მოსალოდნელი იყო, რობერტო ფირმინო ლივერპულის ძირითად შემადგენლობაშია - მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბრაზილიელი ფინალისთვის მზად იყო. სხვათა შორის, ფირმინომ ბოლოს 21 აპრილს, პრემიერლიგაში, კარდიფთან ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი გამოჯანმრთელებულია, ტოტენჰემის სასტარტოშია ჰარი კეინი, რაც ასევე ლოგიკურია. საყრდენი ნახევარმცველების პოზიციაზე მაურისიო პოჩეტინომ უინკსისა და სისოსკოს დუეტი გაამწესა.

ძირითადი შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - უინკსი, სისოკო - დელე ალი, ერიკსენი, სონი - კეინი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი - სალაჰი, რობერტო ფირმინო, მანე.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები