Thumbnail

სახლში დაბრუნდა - ჩაბი ალონსო რეალ სოსიედადის მწვრთნელი გახდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩაბი ალონსო სამწვრთნელო კარიერას იწყებს
  • 37 წლის ბასკი რეალ სოსიედადის მეორე გუნდში დაინიშნა

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო სამწვრთნელო კარიერას იწყებს. 37 წლის ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი თავის ბავშვობის გუნდში, სან სებასტიანის რეალ სოსიედადში დაბრუნდა, სადაც მომავალი სეზონიდან მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს.

“ის სახლში დაბრუნდა!” - ასეთი პოსტით ამცნო ბასკურმა კლუბმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის დანიშვნის ამბავი თავის გულშემატკივრებს. 

ამრიგად, ჩაბი ალონსო, რომელიც რეალ სოსიედადის აღზრდილია და ამ კლუბთან ერთად, 2002/2003 წლების სეზონში ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა, სამწვრთნელო კარიერასაც მშობლიურ კლუბში იწყებს. ალონსომ სამწვრთნელო ლიცენზია ცოტა ხნის წინ აიღო და ბოლოს მადრიდის რეალის 14-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. სან სებასტიანში მან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები