Thumbnail

ედენ აზარი უკვე რეალის მაისურით პოზირებს! ჩელსი 130 მილიონს მიიღებს?

  • ევროპალიგის ფინალის შემდეგ ედენ აზარი შვებულებაშია
  • ბელგიელმა ფანს რეალის მაისურზე ხელი მოუწერა

ედენ აზარის მადრიდის რეალში ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს გადაწყვეტილი ამბავია! ესპანურ და ინგლისურ მედიაში გავრცელებული ახალი ფოტოები თითქმის ადასტურებს, რომ ბელგიელი ვარსკვლავი სამეფო გუნდში მიდის!

'მარკას' სტატია

ევროპალიგაზე ტრიუმფის შემდეგ, აზარი შვებულებას ესპანურ მარბელიაში ატარებს. ფოტოებზე, რომლებიც ინგლისურმა ‘მირორმა’ და ესპანურმა ‘მარკამ’ გამოაქვეყნეს, 28 წლის გამთამაშებელი რეალის პატარა, საბავშვო მაისურით პოზირებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ აზარმა ფანს რეალის მაისურზე ხელიც მოუწერა.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანული ტაბლოიდი ‘სანი’ წერდა, რომ რეალი და ლონდონის ჩელსი 130 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ და ფეხბურთელი წელიწადში 23,4 მილიონ ევროს მიიღებს.

თუ ეს დადასტურდა, ედენ აზარი ნეიმარის (222 მილიონი), ფილიპე კოუტინიოს (145 მილიონი) და კილიან მბაპეს (135 მილიონი) შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის ფინალის შემდეგ, რომელშიც ჩელსიმ არსენალი 4:1 დაამარცხა, აზარი ლონდონურ კლუბს ფაქტობრივად დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები