Thumbnail

თსუ ფუტსალის ლიგის თასის პირველი გამარჯვებულია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფუტსალის ლიგის თასის პირველი გათამაშება დასრულდა
  • უნივერსიტეტის გუნდმა თასი ექვსმეტრიანების სერიაში მოიგო

საქართველოს ფუტსალის ლიგის თასის პირველი გათამაშების ფინალში ერთმანეთს უმაღლესი ლიგის ორი გუნდი დაუპირისპირდა. თელასი თსუ-ს შეხვდა და ექვსმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 24-ე წუთზე თელასი ამირან ცხომარიამ დააწინაურა, რომელმაც დამუშავებული კომბინაციის შემდეგ, მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ამირან ცხომარიას გოლი თსუ-ის კარში

ამირან ცხომარიას გოლი თსუ-ის კარში ფუტსალის თასის ფინალი

Posted by Silk Sport on პარასკევი, 31 მაისი, 2019

გიორგი ჩიმაკაძემ ანგარიში მალევე გაათანაბრა, რის შემდეგაც ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა ვეღარ შეძლო და ექვსმეტრიანების სერია დაინიშნა.

გიორგი ჩიმაკაძის გოლი თელასის კარში

გიორგი ჩიმაკაძის გოლი თელასის კარში ფუტსალის თასის პირველი ფინალი

Posted by Silk Sport on პარასკევი, 31 მაისი, 2019

მატჩის გმირი თსუ-ის მეკარე ალი ასლანი გახდა. ირანელმა ორი დარტყმა მოიგერია და თსუ-ს ფინალი მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დარტყმა პირველი გოლის ავტორმა ამირან ცხომარიამ შეასრულა და გატანა ვერ შეძლო. თსუ ფუტსალის ლიგის თასის პირველი გამარჯვებულია. თელასმა კი დუბლი შესრულების შანსი ხელიდან გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ლიგის პირველი გამარჯვებული 2015/16 წლების სეზონში, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და დღევანდელი შედეგით მათ სადებიუტო ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.

თსუ საქართველოს ფუტსალის თასის გამარჯვებულია

თსუ საქართველოს ფუტსალის თასის გამარჯვებულია ფუტსალის თასის პირველი ფინალი

Posted by Silk Sport on პარასკევი, 31 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები