Thumbnail
  • 📅 1 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ტოტენჰემი V ლივერპული | 📺 SILK UNIVERSAL
  • იურგენ კლოპის პრესკონფერენცია ფინალის წინ

იურგენ კლოპს ფინალებში ცუდი სტატისტიკა აქვს და ეს ყველამ იცის. ჯერ მაინცის, შემდეგ დორტმუნდის ბორუსიას, ახლა კი ლივერპულის მთავარ მწვრთნელს ზედიზედ 6 ფინალი აქვს წაგებული.

კლოპმა ლივერპულთან ერთად, 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო (1:3 რეალთან) და დორტმუნდის ბორუსიაშიც ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს წაგებული (2013 წელს, ბაიერნთან 1:2). გარდა ამისა, იურგენმა 2016 წელს, ასევე დორტმუნდის დამრიგებლის რანგში, ევროპალიგის ფინალი წააგო სევილიასთან (1:3). პლუს ინგლისის ლიგის თასის ფინალი (2016, სიტისთან) და ასევე გერმანიის თასის ორი ფინალი - 2014 წელს ბაიერნთან (0:2 დამატებით დროში) და 2015 წელს ვოლფსბურგთან (1:3). როდის მოიგო კლოპმა ბოლოს ფინალი? 2012 წელს! ეს იყო გერმანიის თასის გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც მისმა დორტმუნდმა მიუნხენის ბაიერნი 5:2 დაამარცხა.

“ჩვენ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება გვინდა და აქ ამიტომაც ვართ,” - განაცხადა ლივერპულის გერმანელმა მწვრთნელმა მადრიდული ფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, - “შარშან ჩვენთვითონაც გაკვირვებულები ვიყავით იმით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, მაგრამ წინა სეზონში არ ვიყავით ისეთი სტაბილურები და ძლიერები, როგორც ამ სეზონში.”

ჟურნალისტებმა კლოპს კითხვა, რა თქმა უნდა, ზედიზედ წაგებული ფინალების შესახებაც დაუსვეს. “2012 წლის შემდეგ, თითქმის ყოველ წელს გავდიოდი რომელიმე ტურნირის ფინალში. შესაძლოა, ნახევარფინალში გამარჯვებებით მსოფლიოს რეკორდი სწორედ მე მეკუთვნის. წაგებული ფინალების შესახებ შემიძლია წიგნი დავწერო, მაგრამ არავინ იყიდის. ჩემმა გუნდებმა ზედიზედ 6 ფინალი წააგეს და ეს ჩემი ბრალი რომ იყოს, მაშინ ამ ფინალშიც სანერვიულო გვექნებოდა, მაგრამ ეს სხვანაირი თამაშია,” - აღნიშნა კლოპმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კითხვაზე, როგორ არის რობერტო ფირმინო, იურგენმა ასე უპასუხა: “ის მზადაა!” ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში? კლოპმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ფირმინოს 24 გოლში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული (გოლი + პასი), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლივერპულის კარგი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია, მაგრამ მან ბოლოს აპრილში, კარდიფ სიტისთან ითამაშა...

კომენტარები

ბოლო ამბები