Thumbnail

'დღეს მილიარდი ადამიანი შემოგვხედავს' - პოჩეტინო ფინალის წინ მშვენიერ ხასიათზეა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პოჩის პრესკონფერენცია სასაცილოდ დაიწყო
  • არგენტინელი თვლის, რომ მთავარი სირთულე ფინალამდე მოსვლაა...

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მაურისიო პოჩეტინოს პრესკონფერენცია სასაცილოდ დაიწყო "მე ვხედავ, რომ წონაში დაკლებული გაქვთ, ასეა?" - ეკითხება ჟურნალისტი არგენტინელს.

"რავიცი, შემომხედეთ, მგონი იგივე წონა ვარ" - უპასუხა პოჩიმ, რომელიც ფეხზე წამოდგა და პოზიორობდა. "ამ კაცმა ამანერვიულა" - დაამატა სპურსის მთავარმა მწვრთნელმა.

"მთავარი ის არის, რომ მოედანზე მენტალურად თავისუფლები ვიყოთ. კი, მილიარდი ადამიანი შემოგვხედავს, მაგრამ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას 7 და 8 წლის ასაკში ვაკეთებდით - ასეთი თავისუფლებით."

"მთავარი სირთულე ფინალამდე მოსვლაა, ფინალში უკვე ისეთი რაღაცეები ხდება, რაც მწვრთნელზე არ არის დამოკიდებული, იღბალი თუ შენკენ არაა, მაშინ თასის მოგება გაგიჭირდება." - ამბობს პოჩეტინო.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები