Thumbnail

საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რანდერსის ლეგიონერი მაისის თვის სიმბოლურში მოხვდა
  • რანდერსმა ევროპალიგის საგზური ვერ მოიპოვა

დანიის სუპერლიგამ მაისის სიმბოლური ნაკრები და თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - რანდერსის 24 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე სიმბოლურშიც მოხვდა და ის მაისის თვის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. 

Saba Lobjanidze har haft en fremragende maj måned, hvor han med 2 mål og 1 assist i 4 kampe har været med til at spille...

Posted by Randers FC on პარასკევი, 31 მაისი, 2019

მაისში რანდერსის ქართველმა ლეგიონერმა ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. ლობჟანიძის რანდერსი ევროპალიგის პლეი ოფის ფინალში გავიდა, მაგრამ ბრონდბიუსთან 2:4 დამარცხდა. ამ სეზონში ლობჟანიძის ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე პასია. გასულ სეზონში ქართველმა ლეგიონერმა 12 გოლის გატანა შეძლო. 

თვის საუკეთესო მოთამაშე და სიმბოლური ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები