Thumbnail

გია გრიგალავამ რუსეთში სეზონის საუკეთესოებად პატიმრები დაასახელა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გია გრიგალავას რჩეული სამეული
  • ვლადიმირ ვაისმა გრიგალავა გიბრალტართან მატჩისთვის გამოიძახა

რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" პრემიერ-ლიგის ფეხბურთელების ტრადიციული გამოკითხვა მოაწყო და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც დაასახელა. გაიმარჯვა ზენიტის ფორვარდმა არტიომ ძიუბამ. 

საკმაოდ უცნაური იყო ტულის არსენალის 29 წლის ქართველი მცველის, გია გრიგალავას არჩევანი - მან სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზენიტის ფორვარდი ალექსანდრ კოკორონი დაასახელა, ხოლო კრასნოდარის ნახევარმცველი პაველ მამაევი მესამე ადგილზე გაიყვანა. მეორე ადგილზე გრიგალავამ აიაზ გულიევი (სპარტაკი) დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ კოკორინი და მამაევი პატიმრები არიან. მათ 7-9 ოქტომბერს ჩადენილი რამდენიმე ხულიგნური საქციელის გამო 8 მაისს ციხე მიესაჯათ - კოკორინს წელიწადი და 6 თვე, მამაევს წელიწადი 5 თვე. 

ამ სეზონში კოკორინმა დაჭერამდე სამი მატჩის თამაში მოასწრო, ხოლო მამაევმა - 10-ის. 
გია გრიგალავა ვლადიმირ ვაისმა გარკვეული პაუზის შემდეგ ახლახან დააბრუნა ეროვნულ ნაკრებში. მანამდე ერთი დღით ადრე კი გრიგალავამ ტულის არსენალთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა
გრიგალავა 2017 წლის იანვრიდან თამაშობს არსენალში და მან 43 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

კარიერის განმავლობაში გია გრიგალავას რუსულ სკა როსტოვში, მოსკვაში, ვოლგაში, კრილია სოვეტოვში და ანჟიში, ასევე კვიპროსულ პაფოსსა და ახნასში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მან 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი 2017 წლის ნოემბერში კვიპროსთან ამხანაგურ (1:0) დაპირისპირებაში ითამაშა და მას მერე ვლადიმირ ვაისმა მცველი გიბრალტართან მატჩისთვის გაიხსენა. 

კომენტარები

ბოლო ამბები