Thumbnail
  • მაკრატელა, რომელიც თორნიკემ სევილიასთან შეასრულა, უეფამაც გამოარჩია 
  • 27 წლის ქართველი ნახევარმცველის გოლი-შედევრი მეშვიდე ადგილზე გავიდა 

უეფამ ახლახან დასრულებული ევროპალიგის 2018/19 წლების სეზონის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა და მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილის გოლიცაა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა კრასნოდარის მაისურით სევილიასთან ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩში გაიტანა. 

📺 ოქრიაშვილის მაკრატელა სევილიასთან

27 წლის ნახევარმცველმა სევილიას "მაკრატელა" დარტყმით გაუტანა და კრასნოდარს J ჯგუფის მეორე ტურის საშინაო შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა - 2:1. თორნიკე მოედანზე შეცვლაზე, 84-ე წუთზე შევიდა, ეფექტური გოლი კი 88-ეზე შეაგდო.

თორნიკეს გამარჯვების გოლის გასატანად სულ ოთხიოდე წუთი დასჭირდა

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი უეფას ტოპ-ათეულში მეშვიდე ადგილზე გავიდა, საუკეთესოდ კი ისმაილ სარის გოლი დასახელდა, რომელიც რენის ფეხბურთელმა იაბლონეცთან ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში გაიტანა (ათივე გოლი იხილეთ უეფას ოფიციალურ საიტზე).

მეტი ამ თემაზე'ჯადოქარი ოქრიაშვილი!' - გამოხმაურება თორნიკეს სუპერგოლზე სევილიას კარში

თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარს შარშან შემოდგომით დაშორდა და მას შემდეგ უკლუბოდ იყო. გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ახალ სეზონში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ანორთოსისში ითამაშებს. 

2018/19 წლების ევროპალიგის გამარჯვებული ლონდონის ჩელსი გახდა, რომელმაც ბაქოში გამართულ ფინალურ შეხვედრაში თანაქალაქელი არსენალი ანგარიშით 4:1 დაამარცხა

კომენტარები

ბოლო ამბები