Thumbnail

ფუტსალის ლიგის თასის პირველი ფინალი - თელასი თსუ-ს წინააღმდეგ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თსუ vs თელასი / 19:00 საათი
  • მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
  • თამაშზე დასწრება თავისუფალია

31 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თსუ და თელასი ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. საინტერესო გამოდგა ნახევარფინალური მატჩები, განსაკუთრებით დიდი ინტრიგა კი პსპ-სა და თელასის დუელში იყო. საბოლოოდ, ფინალის ორივე საგზური ფუტსალის ლიგაში მოასპარეზე გუნდებს: თსუ-ს და თელასს ერგოთ.

თსუ vs თელასი / 19:00 საათი

ფუტსალის ლიგის მიმდინარე სეზონში თელასი ორჯერ დაუპირისპირდა თსუ-ს და ორივეჯერ დაამარცხა მეტოქე: 7:1 და 3:0. თასის ფინალამდე ორივე გუნდმა რთული გზა გაიარა: ენერგეტიკოსებმა ჯერ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, TMC თბილისი დაამარცხეს, შემდეგ კი პსპ-სთან მოუწიათ მძიმე ბრძოლა. რაც შეეხებათ უნივერსიტეტელებს, პირველივე მატჩი უხერხულ მეტოქესთან, ქუთაისის მართვესთან ჩაატარეს და პენალტების სერიაში მოიგეს, ნახევარფინალში კი ილიაუნის ბარიერი შედარებით იოლად გადალახეს. 

ფუტსალის ლიგის თასის ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, დასწრება კი თავისუფალია.

კომენტარები

ბოლო ამბები