Thumbnail
  • ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილთა ბადეში პირველი წრე დაძლია
  • ქართველი შვედ რებეკა პეტერსონთან ერთად თამაშობს

პარიზში "როლან გაროსის" კორტებზე საფრანგეთის ღია პირველობაში წარმატებული სტარტი ჰქონდა 28 წლის ოქსანა კალაშნიკოვას (74 წყვილებში).

კალაშნიკოვა ერთეულებში იშვიათად თამაშობს, წყვილებში კი რეიტინგის მოწინავე ასეულშია - როლან გაროსზე ის შვედ რებეკა პეტერსონს შეუწყვილდა და პირველ წრეში მასთან ერთად იოლად იმარჯვა მასპინძლებზე, სელენა იანიჩევიჩსა და ობან დროგზე - 6:2, 6:2. ეს ჩოგბურთელები ძირითად ბადეში "უაილდ ქარდით" იმყოფებოდნენ. 

კალაშნიკოვა და პეტერსონი მეთექვსმეტედფინალში არიან და იქ მე-6 ნომრად განთესილებს, ბელგიელ ელის მერტენსსა და ბელარუს არინა საბალენკას ხვდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები