Thumbnail

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
  • ტრაგიკული შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა

მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე უდანაშაულოდ სცნო. კვირიკაშვილს მოეხსნა 15 000-ლარიანი გირაო და დაუბრუნდა ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იდგა. სასამართლო პროცესს თავად მერაბ კვირიკაშვილი ესწრებოდა.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებს. შენიშვნებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე და თავისი პოზიცია მოწმეების ჩვენებებით განამტკიცა. 

მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ აბსოლუტური ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, საქმეში არსებული მასალებით კი ვერ გამოიკვეთა მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა. 

2016 წელს, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რაშიც მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი იყო ბრალდებული.

კომენტარები

ბოლო ამბები