Thumbnail

'საქართველოში რაგბის ბუმია' - ტოჩინოშინის ინტერვიუ იაპონურ მედიაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან გორგაძემ მისია წარმატებით შეასრულა
  • სუმოისტი იაპონიაში ქართულ რაგბის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

ნაცუ ბაშოს დასრულების შემდეგ ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ისევ იაპონიაში იმყოფება, სადაც კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ლევან გორგაძემ ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა და ოძეკის ტიტულის დაბრუნება გაინაღდა.

უახლოეს ხანებში ეს ოფიციალურად გაფორმდება, ივნისის შუაში კი ტოჩინოშინი სამშობლოში დაბრუნდება. 24 ივნისს სუმოს ახალი ბანძუკე გამოქვეყნდება და ამის მერე უკვე ნაგოიას ბაშოსთვის (რომელიც 7 ივლისს იწყება) მზადებაც დაიწყება. 

მანამდე ტოჩინოშინთან ინტერვიუ იაპონიის ერთ-ერთმა მოწინავე გაზეთმა Mainichi Shimbun-მა (ქართულად - ყოველდღიური სიახლეები) ჩაწერა, თუმცა საუბრის თემა არა სუმო, არამედ, რაგბი იყო. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში მსოფლიოს თასი გაიმართება. ამ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობს. ტოჩინოშინმა სწორედ ქართულ რაგბიზე ისაუბრა:

"ჩემი ბავშვობის წლებიდან რაგბი საქართველოში პოპულარულობას იხვეჭდა. ახლა კი სპორტის ეს სახეობა ჩვენთან ყველასთვის საყვარელი და პოპულარულია. ქვეყანაში რაგბის ბუმია და მსოფლიოს თასის შესახებაც ქართველებმა ბევრი რამ იციან და აინტერესებთ", - განაცხადა ტოჩინოშინმა. 

ტოჩინოშინი ქართული რაგბის ძლიერ მხარეებზე საუბრობს: "საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია ფიზიკურად ძლიერი, რაც რაგბიში მნიშვნელოვანია, თუმცა ქართულ რაგბის სხვა პლუსებიც აქვს. იაპონიაში 18 წლის ასაკში ჩამოვედი, მანამდე ძიუდოსა და სამბოში ვვარჯიშობდი, მაგრამ შეხება რაგბისთანაც მქონდა - ვარჯიშების დროს ხშირად გვითამაშია რაგბი თოვლზე", - ამბობს ტოჩინოშინი. 

შეგახსენებთ, რომ შარშან ივინისში იაპონიას ტესტ-მატჩის გასამართავად "ბორჯღალოსნები" სტუმრობდნენ. ამ შეხვედრის კეთილი ნების ელჩი სწორედ ტოჩინოშინი იყო

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები