Thumbnail

‘ეს იყო ვერგაკეთებული თამაშის ვალი’ - ბრალდებული გიორგი გეთიაშვილის განცხადება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებული ფეხბურთელის განცხადება
  • გიორგი გეთიაშვილი ყველას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ თანხა არ აუღია

ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელმა გიორგი გეთიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მოთამაშე აცხადებს, რომ ე.წ. ჩაწყობილი მატჩების სქემაში ჩართვას ფინანსური პრობლემებისა და კლუბის მხრიდან არსებული დიდი დავალიანების გამო დათანხმდა.

“თავს ვალდებულად მივიჩნევ, ე.წ 'გარიგებული მატჩების' საქმეზე განცხადება გავაკეთო, - ასე იწყება გიორგი გეთიაშვილის პოსტი ფეისბუქზე, -  პირველ რიგში, მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს. ჩემი სპორტული შესაძლებლობების არაკანონიერი, ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოყენების სურვილი არასდროს მქონია.”

'ამ სქემაში ჩართვას პირადი ფინანსური პრობლემებისა და კლუბის მხრიდან დავალიანების გამო დავთანხმდი'

გეთიაშვილი აცხადებს, რომ 2019 წლის აპრილში მას ერთ-ერთი ბრალდებული დაუკავშირდა და მატჩის ჩაწყობა შესთავაზა, რაზეც თავიდან კატეგორიული უარი განაცხადა: “თუმცა ბოლოს, პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომელსაც, ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი სქემაში, რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება,” - წერს გეთიაშვილი.

'იძულებული გამხადეს, გუნდელებისათვის მიმემართა. შესაბამისად, სქემაში კიდევ ოთხი ფეხბურთელი ჩაერთო'

📸 | გიორგი გეთიაშვილი

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა, რადგან მხოლოდ მისი დათანხმება საკმარისი არ აღმოჩნდა: “პირველი ეპიზოდის, შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა 'თამაშის ვერგაკეთების ვალიც', რისთვისაც იძულებული გამხადეს, მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ “ვალის” განულების მიზნით, მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, სქემაში მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. ძალიან ვწუხვარ ოთხივე მათგანის და, განსაკუთრებით კი, პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და მინდა დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.”

გარდა ამისა, გიორი გეთიაშვილი რამდენიმე განმარტებას აკეთებს:

1. ვიტ ჯორჯიას არცერთ ფეხბურთელს გარიგებულ მატჩებზე თანხა არ აგვიღია;

2. ვიტ ჯორჯიას და რუსთავის მატჩი არ ყოფილა გარიგებული; 

3. ბათუმი-ვიტ ჯორჯიას თამაშის ჩაწყობის მთავარი მიზანი იყო „ვერგაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები