Thumbnail

სტენდური სროლა, გოლფი და ცხენოსნობა - აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

სასტუმრომ "ამბასადრორი კაჭრეთი" პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" მეორე ფაზას უმასპინძლა. პირველი ფაზის მსგავსად, მეორეც "ევროპაბეთის" აქტიური ჩართულობით განხორციელდა, ამჯერადაც სხვადასხვა აქტივობებში სამშვიდობო მისიებსა და საომარ მოქმედებებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის პარასპორტსმენები იყვნენ ჩართულნი.

"ევროპაბეთის" დახმარებით განხორციელებული პროექტის მონაწილეებმა ძალები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის სტენდურ სროლაში, გოლფში, ცხენოსნობაში, ასევე ცურვაში სცადეს.

მალხაზ თოფურია (ვეტერანთა სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი)
'ახლა ვიმყოფებით კაჭრეთში, სადაც არიან როგორც შშმ პირები, ასევე დაჭრილი სამხედრო პირები. სპორტული ღონისძიებები ჩატარდა და შეჯიბრის ხასიათი მიეცა. ეს იყო ჯირითი, სასტენდო სროლა, გოლფი. ეს ყველასათვის იყო ხელმისაწვდომი. ამაზე კარგი საჩუქარი არ არსებობს.'

სტელა ანდრიუკი (პარამშვილდოსანი)
'ძალიან ბევრი ემოცია იყო, მომეწონა და მიმაჩნია, რომ ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა ჩატარდეს. ისეთი ხალხისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ეს აუცილებელია. ყველაფერში მონაწილეობ, რისი შიშიც გაქვს, იმასაც სინჯავ და შიშიც გეხსნება. მიხარია, რომ ასეთი კარგი დღე გამოვიდა!'

ირმა ზვერიაშვილი (პარამოცეკვავე)
'მივიღე მონაწილეობა გოლფის თამაშსა და სროლაში. ღონისძიებები მნიშვნელოვანია არამარტო ჩემთვის, არამედ სხვა შშმ პირებისთვისაც. ეს ხელს უწყობს ინტეგრაციას საზოგადოებაში და სახლებიდან გარეთ გამოსვლას. ცხენზე ჯირითის სურვილი მქონდა და ამ სურვილს დღეს ვისრულებ.'

თემო დადიანი (კაპრალ-სპეციალისტი, ევროპის ჩემპიონი პარამკლავჭიდში)
'კიდევ ერთი სასიამოვნო, მეგობრული დღე გამოვიდა - გავერთეთ გოლფის თამაშით, სანადირო თოფის სროლით. ეს ღონისძიება გვეხმარება ახალი ომის დაჭრილებს, გავიცნოთ ძველი ომის დაჭრილები, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილებები, სიყვარული, სითბო, დავმეგობრდეთ. ასეთი ღონისძიებები გვეხმარება, რომ დავეხმაროთ სხვა ადამიანებს, გამოვიდნენ ჩაკეტილი ოთახებიდან და გააკეთონ საკუთარი თავის რეალიზება საზოგადოებაში!'

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

ღონისძიებას ორგანიზებას "ახალგაზრდული მედია კავშირი" უწევს და მას ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების "ევროპაბეთი" და "სოკარი" მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს  2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები