Thumbnail

ტრანსფერები | ვესტ ჰემს ზაფხულში 10 ფეხბურთელი დატოვებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლონდონურ კლუბში დიდი ცვლილებები იგეგმება
  • ვესტ ჰემის დატოვება ხავიერ ერნანდესსა და ლუკას პერესს სურთ

ვესტ ჰემი ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს. შესაბამისად, ლონდონური კლუბიდან რამდენიმე ფეხბურთელს წასვლა მოუწევს. BBC-ის ინფორმაციით, ლონდონურ გუნდს 10 მოთამაშე დატოვებს. ენდი ქეროლს, სამირ ნასრისა და მეკარე ადრიანს კონტრაქტები უმთავრდებათ და კლუბი მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს.

Andy Carroll leaves West Ham

Andy Carroll departs West Ham... Hammers fans will always remember him for *that* bicycle kick 💥🚲 🎥 West Ham United

Posted by Premier League on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2019

წამსვლელთა სიაში ასევე მოხვდნენ: ესპანელი შემტევი ტონი მარტინესი, მოზეს მაკასი, ნოა სილვესტრი, ვეშონ ნეუვილი და ჯოშ პასკი.

კლუბის დატოვება კიდევ ორ მოთამაშეს სურს. ხავიერ ერნანდესს ესპანეთში დაბრუნების სურვილი აქვს. შეგახსენებთ, რომ 'ჩიჩარიტო' ვესტ ჰემმა ლევერკუზენიდან 16 მილიონ ევროდ შეიძინა. მექსიკელს კლუბიდან წასვლა ზამთარშიც უნდოდა, მაგრამ მაშინ მარკო არნაუტოვიჩის საკითხი გარკვეული არ იყო და კლუბის ხელმძღვანელობამ ის გუნდში დატოვა. ვესტ ჰემს ლუკას პერესიც ტოვებს. მას შემოთავაზება ალავესიდან აქვს. ლონდონელებმა პერესი არსენალისგან 4,4 მილიონ ევროდ შეიძინეს. მან 15 თამაშში 3 გოლის გატანა შეძლო.

ვესტ ჰემმა სეზონის დასაწყისში 77,8 მილიონი ევრო დახარჯა. ლონდონური კლუბი პრემიერლიგაში 52 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა.

A brace for our No.27

Lucas Perez at the double 👊

Posted by West Ham United on პარასკევი, 07 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები